შაბათი, 2024-05-18, 11:35 PM
GaDaeDiT aXaL SaITZzeTeCkToNiK.UcoZ.ae
მთავარი | | რეგისტრაცია | შესვლა
თამაშები [22]
ფილმები [6]
პროგრამები [3]
სპორტი [4]
კლიპები და მუსიკები [6]
მთავარი » 2011 » დეკემბერი » 14 » ზესტაფონის 'ზესტაფონის' ისტორია
12:47 PM
ზესტაფონის 'ზესტაფონის' ისტორია

ქალაქ ზესტაფონის ნაკრები”, 1923 წელი


ფეხბურთს საქართველოში XX-ე საუკუნის დამდეგიდან დაედო სათავე. ქალაქ თბილისში ფეხბურთის მოყვარულთა პირველი წრე ჩამოყალიბდა 1906 წელს. მოხდა ეს მეცენატ ლგოტაკის ინიციატივით. მანვე 1907 წლის 23 თებერვალს შეჰქმნა პირველი ოფიციალური საფეხბურთო გუნდი საქართველოში. გუნდს, რომელსაც ჰქონდა თავისი წესდება, სახსრები, ფორმა და მოედანი ეწოდა ”კომეტა”. თუმცა, უნდა ითქვას, რომ ფეხბურთს საქართველოში მანამდეც თამაშობდნენ. ხდებოდა ეს ძირითადად ზღვისპირა ქალაქებში, უპირველესყოვლისა ფოთში, სადაც ადგილობრივი გუნდები ეჯიბრებოდნენ ”ბურთაობა”-ში ბრიტანელ მეზღვაურებს. სწორედ ამიტომაა ფოთი მიჩნეული ქართული ფეხბურთის აკვნად.


”მეტალურგი”, 1937 წელ

რაც შეეხება ზესტაფონს, ფეხბურთს ჩვენს ქალაქში თამაშობდნენ XX-ე საუკუნის 10-იანი წლების დასაწყისიდან. პირველი ზესტაფონელი ფეხბურთელები იყვნენ ადგილობრივი გიმნაზიის (თანამედროვე I საშუალო სკოლა) აღსაზრდელები.

ჩვენი მონაცემებით, ქალაქ ზესტაფონის საფეხბურთო ნაკრები პირველად შეიკრიბა 1918 წელს, როდესაც საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენასთან დაკავშირებით ორგანიზებულ დღესასწაულზე ამხანაგურად გაეჯიბრა დასავლეთ საქართველოს ერთ-ერთი ქალაქის გუნდს (სხვადასხვა წყაროების მიხედვით, სენაკი ან ოზურგეთი).

პირველი საერთაშორისო მატჩი გაიმართა ზესტაფონში ასევე დამოუკიდებლობის პერიოდში, კერძოდ 1920 წელს. ზესტაფონის ნაკრებმა უმასპინძლა ბრიტანეთის იმპერიის საოკუპაციო ჯარების გუნდს და დაამარცხა იგი ანგარიშით 2-1.

20-იან წლებშიც ზესტაფონელი ფეხბურთელები არაერთხელ შეხვედრიან მეზობელი ქალაქების გუნდებს.

1927 წელს იმართება საქართველოს პირველი ჩემპიონატი ფეხბურთში. საქართველოს პირველი ჩემპიონი ხდება ქალაქ ბათუმის ნაკრები.


”მეტალურგი”, 1948 წელი

30-იან წლებში ზესტაფონში იქმნება ორი საფეხბურთო გუნდი - ”მერცხალი” და ”ლოკომოტივი”, რომლებიც მრავალჯერ მონაწილეობენ შიდასაქალაქო და რეგიონალურ ტურნირებში.

მაგრამ თვისობრივად ახალი ეპოქა ზესტაფონის ფეხბურთის ისტორიაში იწყება 30-იანი წლების მეორე ნახევარში, მას შემდეგ რაც ექსპლუატაციაში გაიშვა მეტალურგიული გიგანტი, ზესტაფონის ფეროშენადნობთა ქარხანა (სხვათაშორის, ქარხანა და ფეხბურთი დღემდე ფეხდაფეხ მოდიან). სწორედ ფეროშენადნობთა ქარხნის პროფკომიტეტის ინიციატივით 1937 წლის 10 მაისს გაიმართა ფიზიკური კულტურის მუშაკთა თათბირი, რომელმაც მიიღო გადაწყვეტილება ფეხბურთელთა გუნდის ჩამოყალიბების შესახებ. გუნდს ეწოდა ”მეტალურგი”.


საქართველოს თასის მფლობელი ”მეტალურგი”, 1962 წელი


1938 წლის აგვისტოში ”მეტალურგი” მონაწილეობას იღებს ქალაქ მინსკში გამართულ სპორტსაზოგადოება ”მეტალურგი”-ს საკავშირო ტურნირში, სადაც ერთმანეთის მიყოლებით ამარცხებს მოსკოვის ”ელექტროსტალის”, სტალინგრადის ”კრასნი ოქტიაბრის”, ლენინგრადის ”მეტალურგის” გუნდებს და მხოლოდ ფინალში მარცხდება ”სერპ ი მოლოტი”-ს კოლექტივთან. ამავე 1938 წლის შემოდგომიდან ზესტაფონის ”მეტალურგი” ერთვება საქართველოს ჩემპიონატში, რომელშიდაც სისტემატურად მონაწილეობს 1989 წლის ჩათვლით.

სხვადასხვა წლებში მეტალურგი გახლდათ:

საქართველოს ჩემპიონატის ვერცხლის პრიზიორი - 1967, 1970, 1982 წლებში;

საქართველოს თასის ფინალისტი - 1966, 1967, 1971 წლებში;

საქართველოს თასის მფლობელი - 1962 წელს.


საქართველოს ვიცე - ჩემპიონი, ”მეტალურგი”, 1970 წელი

ზესტაფონის ”მეტალურგში” აღზრდილი მრავალი ფეხბურთელი სხვადასხვა დროს იცავდა წამყვანი ქართული საფეხბურთო კლუბების ღირსებას საკავშირო ასპარეზზე, კერძოდ:

თბილისის ”ლოკომოტივი” - გურამ შავდია, ზაურ ჩუბინიძე;

ქუთაისის ”ტორპედო” - გურამ ნიშნიანიძე;

თბილისის ”დინამო” - გიორგი (ჟორა) ჭუმბურიძე, გურამ ქოჩიაშვილი, დოდიკ ხუნდაძე, გურამ პეტრიაშვილი, ქართლოს ცინცაძე, ნოდარ კიკნაძე .

1990 წელს საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია გადის საკავშირო ფეხბურთის ფედერაციის შემადგენლობიდან. იქმნება საქართველოს დამოუკიდებელი ფეხბურთის ფედერაცია, რომელიც მალევე ხდება ფიფა-სა და უეფა-ს წევრი, ეროვნულ ჩემპიონატში ერთვებიან წამყვანი ქართული კლუბები.



საქართველოს ვიცე - ჩემპიონი, უეფა-ს თასის მონაწილე, ს.კ. ”მარგვეთი” ,1996 წ.

1990 წელს ზესტაფონში იქმნება ახალი კლუბი - საფეხბურთო კლუბი ”მარგვეთი”, რომელიც იკავებს ”მეტალურგის” ადგილს საქართველოს ეროვნული ჩემპიონატის I ჯგუფში და პირველივე წელს გადადის უმაღლეს ლიგაში. 1993 და 1996 წლებში ”მარგვეთი” საქართველოს ეროვნული თასის გათამაშების ნახევარფინალისტია. 1996 წელს ”მარგვეთი” ხდება საქართველოს ვიცე-ჩემპიონი და მონაწილეობას იღებს უეფა-ს თასის გათამაშების საკვალიფიკაციო რაუნდში. სამწუხაროდ, ფინანსური პრობლემების გამო XX საუკუნის ბოლოს კლუბი დაიშალა.



საფეხბურთო კლუბი ”მეტალურგი ” ”მეტალურგი”, 2000 წელი


სულ, 1991-1998 წლებში ”მარგვეთმა” მონაწილეობა მიიღო 8 ეროვნულ ჩემპიონატში, ჩაატარა 247 მატჩი, გაიმარჯვა 98 -ში, დაასრულა ფრედ - 43, დამარცხდა - 106-ში, ბურთების სხვაობა 397-443.
საფეხბურთო კლუბი ”მეტალურგი ”

1999 – 2004 წლებში კვლავ გამოჩნდა ასპარეზზე საფეხბურთო კლუბი ”მეტალურგი”, რომელმაც 2001-2003 წლებში მოახერხა უმაღლეს ლიგაში თამაშიც. სამწუხაროდ, მასაც ”მარგვეთი”-ს ბედი ეწია.

2004 წლის 18 ივნისს კი შეიქმნა ახალი კლუბი - საფეხბურთო კლუბი ”ზესტაფონი”, რომელიც გახლავთ ზესტაფონური ფეხბურთის დიდი ტრადიციების ღირსეული გამგრძელებელი და რომელმაც იმთავითვე დაიმსახურა გულშემატკივართა უსაზღვრო სიყვარული.



საფეხბურთო კლუბი ”ზესტაფონი” არსებობის პირველივე წლებში ეროვნულ ჩემპიონატში ანგარიშგასაწევ ძალად ყალიბდება. არსებობის პირველ 6 წელიწადში იმერული კლუბი ერთხელ V, სამჯერ IV და ორჯერ III ადგილებს იკავებს და ზედიზედ ოთხჯერ (2005-2008 წლებში) მონაწილეობს დავით ყიფიანის სახელობის ეროვნული თასის გათამაშების ფინალურ მატჩებში. 2007-2008 და 2009-2010 სეზონებში საფეხბურთო კლუბი ”ზესტაფონი” ეუფლება ეროვნული პირველობის ბრინჯაოს მედლებს, 2008 წლის 16 მაისს ისაკუთრებს დავით ყიფიანის სახელობის ეროვნულ ”ყაზბეგის” თასს. მარგველთა უდიდესი გამარჯვება კი მეშვიდე სეზონმა მოიტანა - 2011 წლის 14 მაისს კლუბის ისტორიაში პირველად ზესტაფონელები საქართველოს ჩემპიონები გახდნენ !

კატეგორია: სპორტი | ნანახია: 851 | დაამატა: koCho | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:
შევცვალო დიზაინი
სულ პასუხი: 8










  • შედით ყველა
  • Copyright MyCorp © 2024Make a free website with uCoz